კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 19:00

 

 

 

ისე მომენატრე, ისე!

ახლა გახსენება მიჭირს,

როდის წაგიყვანა ტყისკენ

ერთმა უდარდელმა ბიჭმა.

როდის დაგიკრიფა შინდი

ერთი გაღიმების ფასად.

ისევ იმნაირად გშვენის

მწიფე შინდისფერი კაბა,

თუ დრო ყოველივეს აქრობს,

რაიც კარგია და გვიყვარს,

რათა ფასი ჰქონდეს უფრო,

როგორც აუხდენელ სიზმარს...

ვხედავ - ნაკვალევი ჩვენი

ბილიკს კურდღელივით მისდევს,

მინდა გაგახსენო, ელი,

იმ დღეს ჩვენ დავარქვით ტყის დღე.

ახლა, ამდენი ხნის გავლამ

ისევ მომანატრა ის დღე.

გნახო - ვიტირებდი ალბათ,

ისე მომენატრე, ისე...

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ავთანდილ გაფრინდაშვილი  • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ