ოცდამეექვსე გაზაფხული წავიდა. გადაჰყვა გრიგალს, ჩრდილებში ნაქსოვს. იმ ცხრა ათას ხუთას შვიდი ღამიდან მე ერთი ღამე მახსოვს.
არც სიბნელე ახლდა შენი თვალების, და მხოლოდ სახელი ღამის ერქვა, რადგან დღის შემდეგ მოვიდა ნამკრთალები.
და ახლაც არ ვიცი, ის ღამე რა იყო, ღამე - სამხრეთში რომ მხრებზე დავიდგი, ღამე - ჩრდილოეთში გულით რომ წავიღე.
იელვებს ყვითელი, წითელი ფერები, ადგება ის ღამე ადამიანივით და შუადღისას გზაში მეფერება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |