თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
მაღალმა ღმერთმა მე შენს მონად რადგან მაქცია, დე, დამიფაროს, შევამოწმო შენი ცხოვრება, მუდამ მორჩილად მოგიწონებ ყველა საქციელს, მე რომ მონა ვარ, ეს ყოველთვის მემახსოვრება. ნება მომეცი, ავიტანო ტანჯვა წყეული, მე სიმარტოვე მომისაჯა, ალბათ, ბუნებამ, დაგელოდები, მოთმინებას შენგან ჩვეული, და არასოდეს არ გავბედავ შენს გამტყუნებას, აღარასოდეს მომინდება შენ დაძრახვა, ვისთანაც გინდა, იქ ატარე ჟამი, ნეტარი, შენ უფლება გაქვს აისრულო ყველა განზრახვა და აპატიო თავს შენივე ნამოქმედარი. არ უნდა დამცდეს სამდურავი და საყვედური. That god forbid that made me first your slave, I should in thought control your times of pleasure, Or at your hand the account of hours to crave, Being your vassal, bound to stay your leisure! O, let me suffer, being at your beck, The imprisond absence of your liberty; And patience, tame to sufferance, bide each cheque, Without accusing you of injury. Be where you list, your charter is so strong That you yourself may privilege your time To what you will; to you it doth belong Yourself to pardon of self-doing crime. Not blame your pleasure, be it ill or well.
ჩემი ხვედრია ეს ლოდინი ჯოჯოხეთური,
I am to wait, though waiting so be hell;
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |