თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
როცა მეფეთა აკლდამებიც წარიხოცება, ვერ აღუდგება ლექსის ძალას დრო და განგება, ჩემს სტრიქონებში იკიაფებ, როგორც ოცნება, ოდეს დრო – ჟამის ხავსით ქვებიც დაიჟანგება. ქანდაკებებსაც გადაბუგავს ომის სახმილი, გაცამტვერდება ხუროთმოძღვრის ნამოღვაწარიც, შენ კი, ვერაფერს ვერ დაგაკლებს მარსის მახვილი, შენ შეგიფარებს პოეზიის დიდი ტაძარი. თვითონ სიკვდილმა ვერ შეწყვიტოს შენი ცხოვრება, ვერ მოგერიოს სიძულვილით ბედი მსახვრელი, შენი სახელი კაცთა მოდგმას ემახსოვრება, განკითხვის დღემდე იდიადებს შენი სახელი. შენ საცხოვრისად ჩემი ლექსი გამოგადგება. Not marble, nor the gilded monuments Of princes, shall outlive this powerful rhyme; But you shall shine more bright in these contents Than unswept stone besmeard with sluttish time. When wasteful war shall statues overturn, And broils root out the work of masonry, Nor Mars his sword nor wars quick fire shall burn The living record of your memory. Gainst death and all-oblivious enmity Shall you pace forth; your praise shall still find room Even in the eyes of all posterity That wear this world out to the ending doom. You live in this, and dwell in lovers eyes.
დღე უზენაეს განკითხვისა სანამ დადგება,
So, till the judgment that yourself arise,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |