თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
მშვენიერება კიდევ უფრო მშვენიერდება, ჭეშმარიტება თუკი ამკობს ძვირფას ვარაყად, ყვავილთა შორის ღირსეულად ვარდი ბერდება, რადგან ლამაზმანს სურნელშიაც ტოლი არა ჰყავს. ასკილის ბუჩქი ანთებული რად არ მიზიდავს, ქვეყნად ხომ მისი უშნოობაც არავის უთქვამს, ვარდს ემსგავსება ეკლითაც და სიყირმიზითაც, როდესაც კვირტებს დაუხეთქავს ზაფხულის სუნთქვა. ასკილი მართლაც გარეგნული ფერებით ბევრს სჯობს და იერითაც ხომ წააგავს ვარდის სახებას, მაგრამ ის კვდება და სიკვდილით სიცოცხლეს ვერ შობს, მკვდარი ვარდი კი სურნელებად გარდისახება! მაგრამ ჩემს ლექსში მისი სული მზედ აღმოხდების! O, how much more doth beauty beauteous seem By that sweet ornament which truth doth give! The rose looks fair, but fairer we it deem For that sweet odour which doth in it live. The canker-blooms have full as deep a dye As the perfumed tincture of the roses, Hang on such thorns and play as wantonly When summers breath their masked buds discloses: But, for their virtue only is their show, They live unwood and unrespected fade, Die to themselves. Sweet roses do not so; Of their sweet deaths are sweetest odours made: When that shall fade, my verse distills your truth.
სატრფოც დაჭკნება, დღეს რომ ასე ვხედავ მოხდენილს,
And so of you, beauteous and lovely youth,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |