რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები? ვიწვი, მედება ეშხის ალები! მინდა დაგწყევლო, - ენა არ მომდევს, ვფიქრობ გეჩხუბო - გული არ მომდევს, ვამბობ გაგექცე, - ფეხი არ მომდევს! ვაი, ამ ცეცხლში როგორ გავები! რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები? |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ ორბელიანის პოეზია |