კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:03

 

 

 

ცოცხალ დედინაცვალს,

მკვდარი დედაჩემი მირჩევნია,

ამდენ ყალბ ღიმილს

ერთი წრფელი ცრემლი მირჩევნია.


გუდრონ-ფილაქანს

აბალახებული მიწა მირჩევნია,

უცხო ლიანდაგს

ჩემი საცალფეხო ბილიკი მირჩევნია.


ღვინოს დამადლებულს,

დაუმადლებელი წყალი მირჩევნია,

ლხინს გალიაში

ცაში სიკვდილი მირჩევნია.


სამეფო ხალათს

უფლის გაცრეცილი კვართი მირჩევნია,

უაზრო ლაპარაკს

უაზრო ხეტიალი მირჩევნია.


ერთობის თამაშს

აშკარა მტრობა მირჩევნია

და ამდენ ტრაბახს,

სულაც ხმის ჩაწყვეტა მირჩევნია.


სრულ ჭკუაზე მყოფს,

გაგიჟებული გული მირჩევნია

და ამდენ მაძღარ ძაღლს,

ერთი მშიერი მგელი მირჩევნია.


ყველა ჩირაღდანს

ერთი საშობაო სანთელი მირჩევნია,

და ცოცხალ დედინაცვალს

მაინც, მკვდარი დედაჩემი მირჩევნია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ