კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:23

 

 

 

კლდეზე ვდგავარ თეთრი ვერხვი, მხრები ამიტოტებია,

ვინმე ხრამში თუ გადასცდა, - ხელი გამიწოდებია,

მეხს ვარიდებ მოზარდ ვერხვებს, - ტანი აუშოლტებიათ,

ფრთებს ისხამენ მტრედები და საბუდარებს შორდებიან,


ახლაც ვებრძვი ქარს და წვიმას გული აუშფოთებია,

თუ სიტყვები მცვივა, განა შემოდგომის ფოთლებია?

მცვივა, განა მცილდებიან, თრთიან, განა ხუნდებიან,

ადრე აბიბინდებიან, უფრო ადრე ბრუნდებიან,

განა მწუხრის ბინდებია, - ეს მტრედების გუნდებია,

მხრებზე დამაფრინდებიან, ტკბილად აღუღუნდებიან.


ჰე, მამულო, შენს თეთრ გუშაგს განა რული მორევია,

ფესვი მიდგას შენს მიწაში, ირგვლივ ქარის მორევია,

გაქრა ღამე, აღარც ომი, აღარც სისხლის ტბორევია,

ეს ჭრილობაც, ეს ღიმილიც ტყვიის ნაამბორევია.


მეც ვშფოთავდი! საგულეში ცეცხლის ალი ფრიალებდა,

წკრიალებდა გულის კარი, თუ ცისკარი ჭრიალებდა, -

მეც ვშფოთავდი და ფიქრებში ტევრი მწარედ შრიალებდა,

ჩრდილზე ფეხს რომ დამადგამდნენ, ტანში გამაჟრიალებდა.


შენ გიცავდი, შენთვის დამჭრეს, შეწყდა სისხლი და იარა,

შემიხორცდა ნატყვიარი და ტკივილმაც გაიარა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალიო მირცხულავა  • • •   ალიო მირცხულავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ