კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:59

 

 

 

რა შტერიო - დააბრალა ძმას..

დავთვერიო - დააბრალა სმას...

მეხვევაო - დააბრალა ქალს...

ვერ ხვდებაო - დააბრალა ხალხს...


დავიწვიო - დააბრალა მზეს...

რა ბილწიო - დააბრალა ზმნებს...

შევბერდიო - დააბრალა ცრემლს...

ვერ შეკრა და დააბრალა წრეს...


გავცივდიო - დააბრალა თოვლს...

არ მიცდიო - დააბრალა დროს...

უვიციო - დააბრალა ბრბოს...

ცრუ ფიციო - დააბრალა ბოზს...


უზრდელიო - დააბრალა შვილს...

კურდღელიო - დააბრალა შიშს...

თავს ვკარგავო - დააბრალა ფიქრს...

რას ვგავარო - დააბრალა ფირს...


არ მყოფნისო - დააბრალა ფულს...

მაყოვნებსო - დააბრალა პულსს...

კარგიაო - დააბრალა ცუდს...

ნაღდიაო - დააბრალა ცრუს...


მოკლედ, ყველაფერი, ასე,

დააბრალა სხვას

- ცარიელი... ცოდვით სავსე,

საფლავის ქვად დგას...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ