კმარა! გულმა შეგიწყნარა: ჩქარა მოვალ, ჩქარა! მომეჯარა ფარატინა ბარათების ფარა, არაგვივით ამაჩქარა, ისევ შემაყვარა - ანკარა და თავანკარამ შარაგზა და შარა.
ჟრუანტელმა დამიარა, არაბს დამადარა, გამახარა, გამატარა, გამაუჩინარა, ფარაონის მარაოზე ჩქარა დამაწყნარა.
ვერც მუდარა მომეპარა, - მომდევს წარამარა. პატარა და კაფანდარა - ბრუნავს ფიქრის ჯარა და ნაღარა ისე რეკავს, როგორც მაღვიძარა.
ფანჯარასთან გიდარაჯებ ყარაულის დარად. არაკს გეტყვი: არამზადა როგორ ეზიარა, - დაგავიწყებ ცხელ იარაღს და ვარვარა ვარამს.
და ჭაღარაც მომეპარა: ჩქ-არა! ჩქ-არა! ჩქ-არა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |