და ვინც მძულდა - ის კვლავ მიყვარს, ვინც მიყვარდა იგი კი მძულს ეჰ, ვინ მომცემს თავშესაფარს, ვინ მაღირსებს ყოფნის კუნძულს?
რომელ წყალში გადავვარდე, რომელ ზღვაზე გავირიყო? არ მიყვარხარ და არ ვიცი - რისთვის? ან რამ მაიძულა? ვინ წამართვა შენი თავი, რომელ ღმერთმა შემაძულა? არ მიყვარხარ... გრძნობა ჩემი სევდის ცეცხლით გამოვკვებე არ მიყვარხარ, მაგრამ თუ გსურს, ჩემი სული მეოცნებე - ჰა, ინებე!
ეჰ, ვინ მომცემს თავშესაფარს, ვინ მაღირსებს ყოფნის კუნძულს?
შეხე, ნამი - ბროლის ნამი - მძივად როგორ ინასკვება! შეხე, მთვარემ ძირს დაუშვა, ცის წიაღით მონასხლეტი. ცეცხლის კიბე საოცნებო, საოცნებო ცეცხლის სვეტი!.. შეხე, რარიგ იცრემლება, ბროწეულის ხე, მწვანე ხე! ეს მიტომ, რომ სხივთა ისრით მე ნიავს ფრთა მოვატეხე... შეხე... შეხე!
რომელ წყალში გადავვარდე, რომელ ზღვაზე გავირიყო... |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |