თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში აღარ აქვთ მტრობა, დამეგობრდნენ და ძველი შუღლი არ აგონდებათ, ხან თვალებს უნდათ მაგ უებრო მშვენებით თრობა, ხან გული იწყებს უშენობით ოხვრა - გოდებას, და თუკი თვალებს წარმოუდგა შენი ხატება, გულიც ესწრება ამ სანატრელ წუთებს მზიანებს, თუ სიყვარულით თვითონ გული გეღაღადება, ამ ნეტარებას გული თვალებს გაუზიარებს. ხან თვალით გიმზერ, ხან კი გულით: რატომ გეძიო, გინდ შორს წახვიდე, მაინც ჩემთან რჩები მარადჟამს; საით გამასწრებ, რომ ოცნებით ვერ დაგეწიო, ჩემი ოცნება ხომ მარადის გიდგას დარაჯად. გულსაც აღვიძებს ღამით შენი გამოცხადება. Betwixt mine eye and heart a league is took, And each doth good turns now unto the other: When that mine eye is famishd for a look, Or heart in love with sighs himself doth smother, With my loves picture then my eye doth feast And to the painted banquet bids my heart; Another time mine eye is my hearts guest And in his thoughts of love doth share a part: So, either by thy picture or my love, Thyself away art resent still with me; For thou not farther than my thoughts canst move, And I am still with them and they with thee; Awakes my heart to hearts and eyes delight.
როცა ვიძინებ, შენი სახე თვალთ მეხატება,
Or, if they sleep, thy picture in my sight
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |