თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
როს თვალებს ვხუჭავ თვალხილული ვხდები მაშინვე, დღისით ვბრმავდები, როცა ვუცქერ ამ საუკუნეს, დაძინებისას შუაღამე აღარ მაშინებს, - შენ მეზმანები და ეგ შუქი ფანტავს უკუნეთს. ბნელსაც ანათებს შენი ლანდის გამოცხადება, ღამის აჩრდილნიც შენს სხივებში ჩანან მზესავით, დღისით კი, ალბათ, მზესაც ჯაბნის შენი ხატება, ამ მიძინებულ თვალთათვისაც შუქის მთესავი. გავიღვიძებ და უსინათლოს დამაქვს ოცნება, დღის სინათლეზე დავინახო შენი დიდება, ბნელს რომ ანათებს შენი ლანდის გასხივოსნება, შენი მშვენების აჩრდილიც რომ არ იბინდება. და ღამეები გადმექცნენ განთიადებად. When most I wink, then do mine eyes best see, For all the day they view things unrespected; But when I sleep, in dreams they look on thee, And darkly bright are bright in dark directed. Then thou, whose shadow shadows doth make bright, How would thy shadows form form happy show To the clear day with thy much clearer light, When to unseeing eyes thy shade shines so! How would, I say, mine eyes be blessed made By looking on thee in the living day, When in dead night thy fair imperfect shade Through heavy sleep on sightless eyes doth stay! And nights bright days when dreams do show thee me.
დღე მიბნელდება, თუ ვერ გნახე სადიადებლად
All days are nights to see till I see thee,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |