სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი ქალების ეშხი დაგვიფარავდა, თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ - მარაბდა!
ანათებ, როგორც ზღაპრული დალი და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე, ირხევა შენი ლამაზი ტანი.
და განა ძალმიძს არ გითვალთვალო, საქართველოს მზით სახედამწვარო, ანჯაფარიძის ზვიადო ქალო!
და სანატრელი ისევ შენა ხარ: მოვმკდარიყავ და ამ ჩვენს სცენაზე შენი ქართული ქალი მენახა.
მენახა შენი ქართველი დედი, დამიბრმავებდა, ვერიკო, მაშინ შენი მიმქრალი შარავანდედი!
ვხედავ - ჩაუცვამს ძაძა ბუნებას. მე ნუ მომასწროს შენზე ტირილი და შენი სიტყვის დაძაბუნება!
და ნატოს ეშხი დაგვიფარავდა, თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ - მარაბდა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |