კარგა ხანია ახლობლად გთვლიდი, თან გდევდი გულის უაზრო ხეთქვით. მაგრამ კრძალვით თუ რაღაცის რიდით გულისნადები აქამდე ვერ ვთქვი.
გეტრფი, გიმღერი, გლოცულობ, გლოცავ; შენთვის თილისმა ეს ლექსი იყოს, ჩემთვის კი - შენი პირველი კოცნა.
ან ნანდაური სხვაც ვინმე თუ გყავს; მიყვარხარ, რა ვქნა, შენფერი ქალი, ალბათ, სუყველას ჩემსავით უყვარს.
მე უნდა ვიქცე შენს გამო ხელად... ო, უკვე ვეღარ ავიტან ამდენს, შენ, ჩემო ერთავ, შენ, ჩემო ყველავ!
მოვალ, მლოცველი მოვსულვარ ვითომც; ზაფხულის მოსვლას რად ელოდები, მე არც ზამთარში დაგაკლებ სითბოს!
გეტრფი, გეხვევი, გლოცულობ, გლოცავ... შენთვის თილისმა ეს ლექსი იყოს, ჩემთვის კი - შენი პირველი კოცნა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მინდია არაბულის პოეზია |