და თუ ვერ შევძელ, ვერც ხვალ გითხარ, რაც უნდა მეთქვა გუშინ, გუშინწინ ისარი ტრფობის, შენი ტრფობის - გულში, გულში მჭირს. სათქმელი ზეგის, შემინდე, თუ დაგიგვიანო, შენ რომ არსებობ, ესეც კმარა ჩემთვის მოლხენად, მზის მიფერფვლამდე უნდა შევძლო, უნდა ვიარო! და მერე, მერე, როცა მოხვალ სულთა მოფენად - შენს ცისფერ ტაძარს მარადიულ ფერებს გავუმღვრევ და ამ ბებერ ქედს შენს წინ დავხრი მაშინ საუღლედ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |