პაწია მოსულელო მთვარე, ფერმის გოგოსავით სავსე, ბეჩოსკენ აცეცებს თვალებს, ამოდის ეცერის თავზე...
სვანურად ვეძახით იფს, სვიფის კოპიტებს მიჰპარვია ჩასცქერის მთოვარე სვიფს.
ამაღამ ეცერის კარად! რაც იყო, არასდროს აღარ მოვა, რაც არის, ჩაივლის ჩქარა.
ფერმის გოგოსავით სავსე, ბარშისკენ აცეცებს თვალებს, ამოდის ფხოტრერის თვზე.
ჰყვებიან ცხოვრების ჩარხზე, ქერზე და კარტოფილზე ჰყვებიან, ჯიხვზე და ორნახად რახზე.
უეცრად ატყდება სროლა, მოუტაცებლად სირცხვილია ვაჟკაცის დიაცთან წოლა!
მხარი დაუჭირეს ლადრერს, ფისიმც დასხმიათო ვიბლიანებს, ქალის მოტაცება გვკადრეს!
ფერმის გოგოსავით სავსე, ბარშისკენ აცეცებს თვალებს და ამოდის ფხოტრერის თავზე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |