თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია, ამითი მაინც არაფერი შეგემატება, წაურთმევლადაც შენი არის, რაც მაბადია, რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ჩემო ხატებავ. თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა, მადლობას გეტყვი, სულში ასე რომ ითარეშე, მაგრამ, ვაითუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე. შენდობას გეტყვი, მშვენიერო ჩემო მძარცველო, სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო, მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს, ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს. კიდეც რომ მომკლა, შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ. Take all my loves, my love, yea, take them all; What hast thou then more than thou hadst before? No love, my love, that thou mayst true love call; All mine was thine before thou hadst this more. Then if for my love thou my love receivest, I cannot blame thee for my love thou usest; But yet be blamed, if thou thyself deceivest By wilful taste of what thyself refusest. I do forgive thy robbery, gentle thief, Although thou steal thee all my poverty; And yet, love knows, it is a greater grief To bear loves wrong than hates known injury. Kill me with spites; yet we must not be foes.
მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს,
Lascivious grace, in whom all ill well shows,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |