რისთვის მიყვარხარ? - ამის ცნობა შენ გენებება? საბრალო გული, მე, უბადრუკს, ვისთვის მეგზნება? - მაშ, ჩემო ღმერთავ, დავიჩოქო, მომეცი ნება, ჭეშმარიტებით ვაღიარო მე აღსარება:
ვერც სოფლის ღელვა, ვერცა ჟინი მას ვერ არევდა რასა ვგონებდი, თუ ვინმე მას ააჩქარებდა და ჩემი ხვედრი მე სიცოცხლეს გამიმწარებდა!…
ვუძღვენ მადლობა მას, ვინც, ტურფად, შენ დაგამშვენა: ვინც ამა სოფელს მოგიყვანა ჩემდა სალხენად, ვინც ჩემ ნუგეშად, ჩემს ცხოვრებად შენ აღგაშენა!…
შენკენ ფრინავდნენ მყის გრძნობანი, მათთან გონება შენ იქმენ ჩემთვის ცხოვრება და კრეზის ქონება… მე მაშინ გულსა განვიზრახე შენი მონება…
აღმითქვა შენი მეუფება - რასაც ვძიებდი! აგერ, ვამბობდი, შემეცვლება მასთან ბეჭედი… მაგრამ, ვაიმე! შედგა ჩალხი, გაბრუნდა ბედი!..
წყნარი და მშვიდი, მასთან მარდი, ვით რამ გავაზი, ვარდის და ბროლის ხარ სადარი, ტურფა და ნაზი… მისთვის მიყვარხარ, რადგანა ხარ უფლისა ვაზი!
ან გავიგრილო, ან შევსცვალო მე შენზე გული, უკუნისამდე თუ არ ვიყო მე შენი ყული, მხვდეს რისხვა ღვთისა, მეხი ცისა, ვიყო წყეული.
რადგან ვიტანჯვი შენის ეშხით გაბრუებული, რომ არ მიწყალებ, არ გიბრავლი, ბეჩავ, ბედკრული!.. მისთვის მიყვარხარ, რადგანა ხარ უმანკო სული! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |