კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:10

 

 

 

წამომყევი... გაგიტაცებ ნაფოტივით,

ვნებამისჯილს დაგაყენებ ეშაფოტზე,

შეგეხები წლებისაგან დაკორტნილი,

დაგელევი,

რომ სიკვდილით შეზარხოშდე,

რომ სიცოცხლე დაივიწყო...

წამომყევი,

თავსასთუმლად ბწკარედები გაგიფინო,

სიძულვილის ნამუსრევის გამოლევით

გაგიღიმო...

გაგიღიმო...

გაგიღიმო...

გარდასული გრძნობის მცირე სეგმენტები

გაცვეთილი კაბებივით გადავყარო,

წამომყევი...

დანამული სექტემბერი

შენს ფერწასულ ბაგეებზე ავატარო...

თავგასული უსახლკარო სიყვარული

მინდა ვნების ფორიაქით გავაქარვო,

წამომყევი...

სული მტკივა იქაური,

წამომყევი...

სურვილი მაქვს სააქაო...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ