ვეტრფი შავსა თვალებსა, ვეტრფი სხივებრ მაკებსა, სიყვარულით სავსეთა, ელვა არ მაკმარესა, დახე, მათთა კამკამთა, ჰკრიან შავთა წამწამთა, - ისარი მკრეს მე გულსა, დღენი გამიმწარესა!
თუ რომ იყვნენ მწვანენი, ეშმაკობით სავსენი, ქაჯთა დასახმარენი, მე გულს შემიხმუჭვნიან, ვერას გავიხარენი, - ნაპერწკალი არ იხრწნის მათში ბრწყინვალებისა!
გრილნი, მეტად მკრთალები, ტყუილად კი არა სთქვეს - ფიჩხულთდასაგვანები… რა წამს მათ დავინახავ; - როგორ არ გებრალები, - ჟრჟოლას ვიწყებ, მომივა მე დრო გაცივებისა!
თავს ვინც ათაყვანებსა, სიმშვიდეს ემონება, მითვე ინეტარებსა, მათთან თვის საუკუნეს ტკბილად გაატარებსა, - მარადიღა ილოცოს სახელი ღმრთაებისა!
სიყრმისავითა მალნო! მე ნუ მიმზერთ მრისხანედ, ანგელოზთა სამალნო, თქვენი ელვა მსგავსია, ჩემი გულის წამალნო, - ვითომც სხივი გფერნოდეს სამოთხის კარებისა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • რაფიელ ერისთავის პოეზია |