კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:41

 

 

 

ჩვენ ახლა ერთურთს

სიყვარულის თვალებით ვზვერავთ,

თუმცა არ ვიცით 

ვის გულში რა ცეცხლი გიზგიზებს...

უნდობლად დამკარ 

ნანდაურის ნანატრი მზერა,

შევბარბაცდი და

გულიანად გადიკისკისე.


რა საცნაური გახდი ჩემთვის,

არ ვიცი ვინ ხარ,

თვალს რომ გარიდებ,

ჩემო კარგო,ხომ არა სცოდავ...

მე ჩემი გზა მაქვს,

გატყობ შენაც, თავისით მიხვალ,

მერე რა,

თუ კი სიყვარულზე გიმღერე ცოტა!


მეტი გზა არ მაქვს,

ამოვიკრავ ფეხზე წრიაპებს,

შეგსვამ ცხენზე და

ტყვე ქალივით აგავლებ არაგვს...

რას სჩადი, ქალავ,

ე რაღა დროს ამაწრიალე,

რად დამაჯერე,

სიყვარულს რომ ასაკი არ აქვს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მინდია არაბული  • • •   მინდია არაბულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ