ვერ აგაცილე დაღლა - გბანდი, ცრემლებით გრწყავდი. ვერ აგიყვანე მაღლა, ვერ აგამაღლე ცამდის.
უჩემოდ სტირი, ნანობ, უჩემოდ ნანობ, ვერ გიმკურნალე ტკივილს ჩემი ტკივილის გამო.
ცრემლი გიქციე წყაროდ, ვერ შეგაშველე ხელი - ვერ გაგიფრთხილდი ქალო.
წარბებს ქვემოდან გიმზერ, ვერ დაგისვენე მთვარე მკერდთან შებნეულ ღილზე.
ჩასცქერ ჩაღვენთილ სანთელს, ვერ გავუმაგრე ფრთები შენ რომ მიზრდიდი - მართვეს,
არც სურვილი მაქვს ამის. ვდგავარ ნისლიან ველის და გასაყართან ღამის.
გავალ ღრუბლების ზემოთ, მზე მე გიქციე ბინდად, მე დაგაღამე ჩემო.
გბანდი - ცრემლებით გრწყავდი. ვერ აგიყვანე მაღლა, ვერ აგამაღლე ცამდის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |