კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:54

 

 

 

გვერდით მიზის

მშვენიერი მისის,

ელავს ყელი

და სასმისი

მისი.

პირს მარიდებს მთელი საქალეთი...

- რას ინებებთ,

რას მიირთმევთ,

ლედი?

მეჩვენება ერთი სინი ორად:

- გთხოვთ,

იცეკვოთ ჩემთან,

სენიორა!

მეჩვენება ოთხად ალბათ ორი:

იღიმება

ჩემი ქალბატონი.

- თითქოს ხმა და

მადა

მომიმატა

სერენადამ

და თამადამ,

მადამ!

დამამშვიდა თავად

თამადამაც,

ცეკვავს დამა,

დიდებული დამა.

მაგრამ...

გული

როგორ დავიოკო:

გოგო გარბის -

ფეხშიშველა გოგო...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ