ნეტარ იმ დღეს, შენ რომ ბაღში მელოდი, მოველ და გულს მომაშორე მე ლოდი! შენის ეშხით მე თავზარი დამეცა, მთლად ავთრთოლდით, მახსოვს, შენცა და მეცა...
ბროლ-ფიქალი, ვარდ-გიშერი და ლალი! შენი შეყრა ამ ჩაგრულს გულს იამა, ფშვენით მატკბე, როგორც ვარდმა, იამა.
გამიხსენი სამოთხე მე, ცოდვილსა!… გადმაყარე გულზე, თავზე სულ ია, მეც შეგწირე სიცოცხლე და სულია!..
აღარც მომკლა, რომ მიმიღოს მიწამა… ჯოჯოხეთად შემიცვალა დარია… ჩემს წყლულს გულში სამსალა რამ დარია!…
ჩემმა სატრფომ ჩემსკენ აღარ იარა!… მე, უძლური, ვგდივარ ასე ავადა… რა შევცოდე, რომ მომეპყრო ავადა!
ესოდენი რად ვაწყინე ასე რა? რისთვისა მკრა გესლიანი ისარი? ჩემი მკვლელი და მომრჩენიც ის არი!
ან არა და გულში დამეც დანა მე! მოისწრაფე, როგორც მარჯვე მომკალი, ან მაცოცხლე, ან ისევ შენ მომკალი!… |
პოეზიის გვერდი • • • • • • რაფიელ ერისთავის პოეზია |