კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:30

 

 

 

მარადისის ქედის ზღვარზე

დღე და ღამე გამიყრია,

ვინც მოსულა ჩემს ტაბლასთან

ლუკმა პური გამიყვია,


ომი მტერთან მოგებული

მეგობართან წამიგია,

სხვის ქორწილში სიხარულის

ცრემლი ღვინოდ დამიღვრია,


სხვისთვის მიწა მომიხნავს და

სხვისი ეზო დამიგვია,

სხვის ზეიმზე დიდებისა

თავი კრძალვით დამიხრია.


სიყვარულის ცისფერ კართან

გული გულზე დამიხლია,

ტაძრის მაღალ გალავანთან

მოწყალება გამიღია,


დამწოლია მძიმე ფიქრი,

დავუღლივარ, დამიღლია,

ხეკორძულა არ შემისვამს,

მცხეთა ისე ამიგია,


წუთისოფლის ბრუნვამ მაინც

ორთავ თვალი ამიხვია.

კარს ზამთარი მომადგა და

ვერაფერი გამიგია:

ჩემი მყუდრო სამლოცველო

შურის ციხემ დამინგრია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ