თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ნუთუ შენს მუზას შთაგონებად სხვა რამ ენება, როდესაც ლექსი სუნთქავს შენი სათნო სახებით, თუმც რა სინდისით შევურაცხვყო შენი მშვენება, უხეშ ქაღალდზე თვითნებური გადმოსახლებით? შენს თავს უმადლე, თუ მეღირსა შენი წყალობა, თუ ჩემი ლექსი შენი ქების ღირსად ჩავთვალე ალბათ მუნჯებიც ახერხებენ შენზე გალობას, რადგან შენა ხარ შთაგონების წმინდა სათავე. მელექსეთათვის დღეს მეათე მუზა შენა ხარ, წინანდელ მუზებს აღარავინ აღარ იგონებს, საუკუნეთა ქარტეხილი ვეღარ შელახავს შენი მშვენების სადიდებლად ნაწერ სტრიქონებს. შენ იდიადებ, მე კი შრომა დამიფასდება. How can my Muse want subject to invent, While thou dost breathe, that pourst into my verse Thine own sweet argument, too excellent For every vulgar paper to rehearse? O, give thyself the thanks, if aught in me Worthy perusal stand against thy sight; For whos so dumb that cannot write to thee, When thou thyself dost give invention light? Be thou the tenth Muse, ten times more in worth Than those old nine which rhymers invocate; And he that calls on thee, let him bring forth Eternal numbers to outlive long date. The pain be mine, but thine shall be the praise.
საუკუნეებს ჩემი ლექსი როცა გასცდება,
If my slight Muse do please these curious days,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |