თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
როგორც ალაღებს მოხუც მამას შვილის მარდობა, ღირსებით სავსე მისი ყრმობის დღენი მჩქეფარე, მეც არად ვიჩნევ ბედისწერის უკუღმართობას, რადგან ნუგეშად შენს დიდებას ამოვეფარე. შენი ნიჭი თუ გვაროვნება, მშვენება შენი, ან თანშობილი სხვა სიკეთე თუ რამ გქონია, ყოველი მადლი ბუნებისა გვირგვინად გშვენის, და მეც ეგ შენი ღირსებები ჩემი მგონია. მაშ გლახაკივით ქვეყნად რატომ მიმოვეხეტო, თუ კი შენს ჩრდილში ეს გვემული სული მშვიდდება, ხომ შემიძლია შენს სიმდიდრეს ჩემად შევხედო, თუ მაგ დიდების ნარჩენებიც მყოფნის დიდებად. ბედნიერება ჩემი მაშინ გაათკეცდება. As a decrepit father takes delight To see his active child do deeds of youth, So I, made lame by fortunes dearest spite, Take all my comfort of thy worth and truth. For whether beauty, birth, or wealth, or wit, Or any of these all, or all, or more, Entitled in thy parts do crowned sit, I make my love engrafted to this store: So then I am not lame, poor, nor despised, Whilst that this shadow doth such substance give That I in thy abundance am sufficed And by a part of all thy glory live. This wish I have; then ten times happy me!
თუკი განგება შენთვის მეტის მოძღვნას ეცდება,
Look, what is best, that best I wish in thee:
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |