წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 15 მარტი 2025 00:40

 

 

 

როგორ მინდოდა ალერსის ნამი,

ო, ისე როგორც უყვართ ყვავილებს,

როგორ მწყუროდა, რომ ერთხელ მაინც

შენც ჩახვეოდი ჩემ სიყმაწვილეს.


შენ მიყურებდი ქუშად, უნდობლად,

მეწოდა გული ცეცხლით, ვარამით,

ბედს ფანჯრის შუქიც აღარ უნდოდა!

სულ არაფერი, სულ აღარავინ!


ილაჯგაწყვეტილ სიცოცხლეს განა

კიდევ შეეძლო ვინმესთან მისვლა?

შენ ჩემი ცრემლი არ დაგენანა,

ცრემლი შენს ახლოს დამდგარა ნისლად.


დასწყევლოს ღმერთმა, ღამეა გრძელი!

იქ მაინც ღვიძავთ ჯიღა ნაპრალებს!

შენ ჩემს ლექსებში შიში იგრძენი,

შიში, რომელიც ღუპავდა თვალებს.

 

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ