ღამეს ელვარე დღე შეუცვლია თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი, ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
თქვენზე ამართულ სადღეგრძელოთა, შეხვედრა ენას ვერ შეუქია, შეხვედრა განა ასე გველოდა?
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.
მაგნაირ გულით და სინაზეთი... არის ამქვეყნად დაგვიანება - მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?
არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით... ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |