თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
კარგო, ნუ ნაღვლობ, შენი ცოდვა ნუ შეგაწუხებს, ვარდს ეკალი აქვს, ჩქერებს ქვები გამოჰყვებიან, მზე და მთოვარე შეუბოჭავთ ღრუბლის მარწუხებს და ხეთა კვირტებს ჭიაღუა დამოყვრებია. არავინ იცის უცოდველი ქვეყნად არსება, ესეც ცოდვაა, მოღალატე რომ მეცოდები, ლექსით რომ ვცდილობ შენი ქცევის შელამაზებას, ცოდვად რომ ვიდე გამართლება შენი ცოდვების. მე, ბრალმდებელი, შენს დამცველად გადამაქციე, მამართლებინებ ავხორცობას - ჩადენილს გუშინ, როს სამსჯავროზე მე ვამტყუნებ ჩემივ საქციელს, ამ დროს ტრფობა და სიძულვილი იბრძვიან გულში ყაჩაღს ვემხრობი, ვინც დამეცა გასაძარცვავად. No more be grieved at that which thou hast done: Roses have thorns, and silver fountains mud; Clouds and eclipses stain both moon and sun, And loathsome canker lives in sweetest bud. All men make faults, and even I in this, Authorizing thy trespass with compare, Myself corrupting, salving thy amiss, Excusing thy sins more than thy sins are; For to thy sensual fault I bring in sense - Thy adverse party is thy advocate - And gainst myself a lawful plea commence: Such civil war is in my love and hate To that sweet thief which sourly robs from me.
ცოდვას რომ ვიდებ, დასანდობი, ალბათ არცა ვარ.
That I an accessary needs must be
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |