მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი, უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია, რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი, რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.
რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით, არისო ძალიან ლამაზი წამალი, არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.
ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე: თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა: "მანანას ღიმილი, კვირაში ორჯერ!" |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია |