სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ, და ბაგენი მდუმარენი ხვაშიადსა მიმალვიდენ!
არ სტიროდა ამ სოფელსა; სახე შენი მოწყენილი არა ჰგავდა ხორციელსა!
თვალთა შენთა მეტყველებას: თურმე ცრემლი უცნაური მოელოდა ჩემს ობლობას!
ცრემლსა თვალთა მშვენიერთა, გულამოსკვნით ვიგონებ მე დღეთა ჩემთა ბედნიერთა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია |