თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
შენი მკერდიდან მესმის სხვათა გულების ფეთქვაც, მე შენში ვხედავ ჩემს წინანდელ მიჯნურთა სახეს, შესანდობარი მეგობართა მინდოდა მეთქვა, მაგრამ წარსულნი შენში მკვდრეთით აღმდგარნი ვნახე. სამგლოვიარო ცრემლი ღვარად დამიქცევია, მეგონა მათი საფლავები ხავსმა დაფარა, მაგრამ ცხედრები სიკვდილს ისევ გამოჰქცევიან და შენი მკერდი დახვედრია თავშესაფარად. დღეს ჩემს მიჯნურთა სასაფლაო მხოლოდ შენა ხარ. შენშია ჩემთვის მათი ხსოვნა და მოგონება, რაც მე წამართვეს, თურმე შენთვის შემოენახათ, შენ ჩაგაბარეს გაძარცული ჩემი ქონება. და მეც - იმათი საკუთრება, მხოლოდ შენი ვარ. Thy bosom is endeared with all hearts, Which I by lacking have supposed dead, And there reigns love and all loves loving parts, And all those friends which I thought buried. How many a holy and obsequious tear Hath dear religious love stoln from mine eye As interest of the dead, which now appear But things removed that hidden in thee lie! Thou art the grave where buried love doth live, Hung with the trophies of my lovers gone, Who all their parts of me to thee did give; That due of many now is thine alone: And thou, all they, hast all the all of me.
ყველა შენშია, ვინც ოდესმე ვრაცხავ მშვენივრად
Their images I loved I view in thee,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |