რომ არ გიცნობდე, ვით არ გიცნობდი, - და, როგორც მსურდი, - ისე რომ მსურდე... აი, მაშინ კი მესმის სიცოცხლე, - უხანმოკლესი თუნდაც! ვაი, რომ გიცნობ, ვაი, რომ ვერვინ ვერ განმიახლებს იმ უტკბეს წუთებს... სხვებისას უსმენს დღეს გულის ძგერას, ჩვენ რომ ვისხედით, - ბაღის ის კუთხე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |