გახსოვს, ალუბალო? არ გახსოვს? მაშინ მე და შენ ვიყავით გართული ფიქრით, ის გაზაფხულივით მოვიდა ბაღში პატარა ქოლგით და პატარა წიგნით. ცა იყო საოცრად მშვიდი და ღრმა, მისი თვალები ბაძავდნენ ზეცას, მხრებზე ეყარა გაშლილი თმა და აპრილივით ლამაზად ეცვა. არ გახსოვს? გაიხსენე, კარგად გაიხსენე, მაშინ შენ ჰგავდი სულ ახლად მოთოვილს. მოვიდა, ღიმილით ბაგე გაიხსნა და წიგნით წაიღო შენი ფოთოლი. ჰოდა, იმ გოგონას, იმ ლამაზ ცირას მინდა ორიოდე სიტყვა დავუბარო... იქნება მოვიდეს შენთან და, იცი რა?... - გადასცემ, ალუბალო? |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ დუმბაძის პოეზია |