დიდხანს ვიყავი ბოგემა სარკის მე - საიქიოს მთვარით ნაბური და მომენატრა ცის, უფრო კარგის მზე ოქროსფერი და უდაბური.
ღონემიხდილი მე ძლივს ავიტან, ელეაზარი - სული კანკალებს - დაბრუნებული ცის საფლავიდან.
არ ვესალმები მზის სხივებს განა? და უცებ ჩნდება როგორც გრიგალი, უცხო დაისის ფატა-მორგანა.
ელიზეუმი ნაცნობ ლანდების, და აქვითინდნენ სიმები ქნარის, და ქრიან ქარნი სარაბანდების.
დაისში თავი - ღვთისგან ქებული, და ვით პეპელა იწვის ლამპარზე - მე დავიწვები გაბრწყინებული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |