კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 22:19

 

 

 

მე შექსპირივით მივენდობი მხოლოდ მონოლოგს,

ავიღებ ხელში კოლხიდაში ნაპოვნ ნიჟარას,

ვიტყვი მილოცე, მეოცნებე გევხარ მოლოზონს,

შენმა ღუღუნმა ნაფიქრალი ზღვასთან მიჯარა.


მე თავის ქალას ვამჯობინებ მეპყრას ნიჟარა,

სადაც არც დარდი, არც ვარამი, არ ალადულა,

მხოლოდ გალობა, მხოლოდ ტალღა შიგნით ჩამჯდარა, 

მხოლოდ ზღვაურში გამოზრდილა და გარანდულა.


შიგ მოგონების სუნთქვა არის აბორგებული,

შიგ სიცოცხლეა უსახურად დატოლებული,

ხმაური ზღვაში ნაპოვნი და წამოღებული,

სიცარიელის საბუდარში ჩატოვებული.


მოვინატრებდი ზღვის სივრცენი მეკვრას გარშემო,

ხმებს ვაგროვებდი, შენ სადაფის ფრთით რომ მალავდი,

რა ვიქადაგო, რა აღვზარდო, რა ავაშენო,

დავღუღუნებდი და ზღვის ხმაურს მარილს ვპარავდი.


მე შექსპირივით მივენდობი მხოლოდ მონოლოგს,

ცხოვრების ხმაურს შემონახულს თავის ქალაში.

ნუ შეაშფოთებთ, ჭირ-ვარამმა არ გადიყოლოს,

არ გააყუჩოს ნიჟარაში ქარის თამაში.


მაგ ზღვის ხმაური და ხალხის ხმა მე შევაგროვე

ო, იხმაურე, უკვდავების ხმებით მოცულო,

სმენა მეჩვევა, შეთანხმება ზღვასთან მადროვე,

ობლად ვღუღუნებ, ქარიშხალში მარტო ვლოცულობ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ