კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 23:00

 

 

 

ზამთრის ყინვა ვერ მაშინებს,

შენ რომ გხედავ, მაშინ მცივა.

მე ჭამა-სმა აღარ მახსოვს,

შენი სიყვარული მშივა.

კარგად იცი, შენთვის ვიწვი,

ვით თონეში ხმელი თივა,

გაიცინე, თან მაცინე,

ეს ჭრილობა შენგან მტკივა.

შემოდგომა მოიგონე,

როს ფოთოლი ხეებს სცვივა,

სარკე არი თვით ბუნება,

დამერწმუნე, შენც მოგივა.

სილამაზეს თავის დრო აქვს,

ეგ სიმდიდრეც გადაგივა.

ეს სოფელი ვინ მოჭამა,

ყველა სამარეში მივა.

ჟამი დაჰკრავს აღსასრულის,

ტკბილი სული ამოგივა,

მაგ შენს თვალებს მიწა შესჭამს,

ეგ წარბებიც ჩამოგივა.

ბოლოს შენ სულს ეკითხება,

შენგან იეთიმს რაც მომივა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ