კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 13:40

 

 

 

ვიცი დამემდურები, 

ვიცი გამიხელდები, 

წაიკითხავს ამ ლექსებს, 

უცებ ამიღელდები!


მე ტრფობა ვერ დავფარე 

ვერც შენი და ვერც სხვისა, 

რჩევა არ გამომადგა - 

რჩევა ვინმე მესხისა.


ვერა და ვერ დავფარე, 

თუმც დამალვად მიღირდა - 

ნაპარავი ქურანი 

მუდამ ამიჭიხვინდა!


განა მე არ შემეძლო 

მემალა და მეფარა, 

ვინ შემომხვდა, ვინ დამწვა 

გზაზე ვინ შემეყარა,


გულში ვინ გამიყარა 

ულმობელი ლახვარი, 

გზისპირს გადამეყარა 

ყვავილები ახალი?!


...ის მკვდარია, რაც გულში 

წლობით მინაქრულია, 

თუ ნიავმაც არ იცის - 

ის რა სიყვარულია!


მშვენიერო სულისავ, 

ნურაფრის გეშინია, 

შენ გეკუთვნის ეს გული - 

სიყვარულიც შენია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი შატბერაშვილი  • • •   გიორგი შატბერაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ