კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:51

 

 

 

წამოდი, სიცოცხლე განახო,

გაუძლებ იების მზერას?

უსმინე, რას ამბობს ბალახი:

- მიწა ვარ

- ზეცა ვარ

- მზე ვარ.


ყაყაჩო საშველს თუ არ მოგვცემს

და მზე თუ დაგვიწვავს ღაწვებს,

ჯერ მინდორს კალთაზე ვაკოცოთ

და მერე გულაღმა გავწვეთ.


შეხედე, მთას ცეცხლი ედება

და როგორ მაღლდება ცამდე.

არ გინდა? როგორც ის ქედები

ამ ნისლებს რძესავით ვსვამდეთ.


გახედე იმ ნახირს აშვებულს

და გზაზე მიმავალ ურმებს.

შენ გახსოვს ჩვენი ბავშვობა?

რა ცუდად ვხატავდით თურმე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ დუმბაძე  • • •   ნოდარ დუმბაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ