კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:34

 

მთარგმნელი: კვიცარიძე გურამი

 

თმის კულულები მწვანე

და ქალწულური მკერდი,

ო, არყო, ტანკენარო,

რუს რისთვის ჩააცქერდი?


რას გიჩურჩულებს ქარი?

რას ანცობს ქვიშა წმინდა?

თუ სავარცხელი მთვარის

დატოტვილ თმაში გინდა?


გულში რა ნაღველს იკლავ?

წუხილი სულ არ გშვენის,

შემოდგომის წინ მიყვარს

ეგ შარიშური შენი.


და ხემ გაიხსნა ბაგე,

გაიშრიალა მშვიდად:

ერთ ვარსკვლავიან ღამეს

მწყემსი აქ ცრემლებს ღვრიდა,


მთვარე ფერავდა მუხებს,

შორს ქანაობდა ფიჭვი;

ხოლო ჩემს შიშველ მუხლებს

გულში იკრავდა ბიჭი.


აცახცახებულს, შემკრთალს

მითხრა: "მშვიდობით, მწველო,

კვლავ მოვფრინდებით შენთან

მე და პირველი წერო"...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სერგეი ესენინი  • • •   სერგეი ესენინის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ