თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
სულის მალამოდ გადამექცა შენი ზმანება, როგორც ბუნებას გაზაფხულის წვიმა შხაპუნა, მე შენთვის თავი შესარისხად არ მენანება, მე ის ძუნწი ვარ, ქონებამ რომ დააძაბუნა. ხან მემეტება ჩემი განძი გამოსაჩენად, ხან ვშიშობ, მძარცველ დროისაგან ვერვინ დამიცავს, ხან მინდა შენთან, საგანძურო, მარტო დარჩენა, ხან მინდა შენით თვალი მოვჭრა მთელს დედამიწას. ხან შენი ცქერით სული სავსე ზღვას ედარება, ხან კი მონატრულს უშენობა ცეცხლად მედება და მე არა მსურს ქვეყანაზე სხვა ნეტარება, გარდა იმისა, რაიც ჩემთვის გაგემეტება. ხან ღატაკი ვარ, ხან ვერ ვითვლი თვალ-მარგალიტებს. So are you to my thoughts as food to life, Or as sweet-seasond showers are to the ground; And for the peace of you I hold such strife As twixt a miser and his wealth is found; Now proud as an enjoyer and anon Doubting the filching age will steal his treasure, Now counting best to be with you alone, Then betterd that the world may see my pleasure; Sometime all full with feasting on your sight And by and by clean starved for a look; Possessing or pursuing no delight, Save what is had or must from you be took. Or gluttoning on all, or all away.
ხან მეზმანები, ხან გულგრილად თვალსაც გარიდებ,
Thus do I pine and surfeit day by day,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |