აწმყოზე სრულად გამიტყდა გული, წარსული კრულვით მაგონდებოდა და მომავალიც ვერა-რა ნუგეშს, ვერა-რა იმედს ვერ მპირდებოდა;
მთელს ჩემს სიცოცხლეს ვსთვლიდი არა-რად; ფუჭად მიმაჩნდა ყოველი წამი და დავეძებდი სიკვდილსა მარად;
და გარდაჰქმენი ჩემი არსება; კვლავ მომეც ძალა, მაცოცხლებელი, კვლავ მოანიჭე ჩემს სულს ღვთაება;
კვლავ ბნელს სიცოცხლეს სხივი მოჰფინე და კვლავ გამხადე კაცად, ღვთის ხატად, კვლავ განმაახლე, კვლავ აღმადგინე!..
კვლავ განაცოცხლებს ციური ნამი, კვლავ დაუბრუნებს თავის შვენებას: კვლავ დაუდგება მას ტკბილი წამი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |