ოჰ! ეს ფოთლები, ფენილი ქარით, ეს მწუხარე და ნაზი ზმანება, ეს ყვავილები, ეს ცა, მითხარით, არავის თქვენგანს არ ენანება?
ღონემილეულ მზის დაღალვაში და ბილიკებზე წყნარი მოწყენით დაბინდულ წყვილად მიდის ქალ-ვაჟი.
უთრთოდა ციურ შუქთა კამარა: ამქვეყნად სურდა მას სიყვარული, მაგრამ ვერავინ ვერ შეიყვარა!
ვნებებმა მისი მხურვალე გული. როდესაც ვარდთა სისხლიან ბაგეს ეწაფებოდა თვალდახუჭული.
ფერფლდება თვალთა ბანოვანება და ასე მჭკნარი ახალგაზრდობა ნუთუ არავის არ ენანება?
სწუხს ლაჟვარდების მსუბუქი ქაფი და შემოდგომის გზებზე დაღლილი მიდიან - გრეი და ზეინაბი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |