ტკბილი მოგონებები, ჭიაკოკონებად... სოფლის გოგონების თვალთა ელვარება... სიტყვა გადაკრული... გული დაზაფრული... ბაგე დაშაქრული... სისხლის მღელვარება.
მძივად გადაყრილი დგანან თავდახრილი სოფლის გოგონები. ტკბილი მოგონება. ჭიაკოკონებად შუკის ორღობესთან დგანან ორ-ორები.
მთვარეც დაილია... წყვილად გაივლიან, როგორც მოლანდება. ასე სიარული... სიტყვა სიყვარული უცხო სიხარულით ენას მოადგება.
ცრემლის დაგორება... ტკბილი განშორება ჭიშკრის ალაგიდან. მერე მოგონება, ჭიაკოკონებად, ლექსი, ჩამოსული სოფლად ქალაქიდან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ დუმბაძის პოეზია |