კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:26

 

 

 

მომაგონდება ზაფხული,

საარაგვოზე წვიმა,

სადაც ხავსიან ქარაფებს

გულჩათხრობითა სძინავთ.


მომაგონდება მაისის 

ერთი ფშაური დილა,

როცა ხევებშიც მზე დგება

და ორწოხებშიც თბილა.


როცა გულცივად ჩაუვლის 

მაღაროულას ნისლი,

ფშაველი მეფანდურისა

ტკბილი სიმღერა ისმის.


მომაგონდება მიდამო,

სადაც ვსახლობდე უნდა,

მიჯნურისათვის პირველად

ნასროლი თოვლის გუნდა.


მომაგონდება ბავშვობა,

უდარდელი და ლაღი

და აღმომხდება კივილი

მოგონებებით დაღლილს.


მერე ჭალაში ჩავივლი

ერთ სიმღერასა გწირავ,

მთების პატარა ასულო,

თვალებცქრიალა ცირა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მინდია არაბული  • • •   მინდია არაბულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ