კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:38

 

 

 

...და შედგა ჩემი ბედის ბორბალი,

შეჩერდა  შენი თმით დახლართული,

შენ ერთადერთი ხარ დედოფალი,

ჩემი ოცნების ჯიქთახათუნი.


მე ერთადერთი მხიბლავს ოცნება,

წვრილი წარბები, წყვილად გართხმული.

რაღაც გულწრფელი, ვით გაოცება,

და რაღაც კიდევ უფრო ქართული.


სად წავალ? შენსკენ მომაფრენს ქარი,

ფრთად მექცა შენი ყრმობის უღელი.

ყველგან თანა გდევ ფიქრივით ჩქარი,

ჩრდილივით ჩუმი და განუყრელი.


დე, ჩემს ეტლს ქარმა ქროლვა უცვალოს,

შეჩერდეს შენი თმით დახლართული,

ვეფხვზე უწყალოვ, ჯიქზე უწყალოვ,

შენა ხარ ჩემი ჯიქთახათუნი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ