იქ მყუდროა... მთვარის სხივი იქ ტყის ფოთლებს ვეღარ ატანს, იქ ნიავი სურნელს მოგვცემს, ფიჭვ ნაძვისგან გამონატანს, იქ ქიმი სჩანს ერთი კლიდისა სახესავით ჩამოთლილი; იქ ციგლიგოს მთის ნაკადი მაგ თმასავით ჩამოშლილი.
იქ გასწავლი, სიცოცხლეო, წამწამებით საუბარსა. იქ დღეს სულ სხვა საღამოა, სხვა საღამო... სხვა საღამო... წამო ტყეში! ტყეში წამო!
ტანს ოცნების მხატვრის ხელით მკრთალ ტილოდან გადანატანს. დღეს მსურს დავსტკბე ჩემებურად! ჩემთან მოდი! ჩემთან... ახლოს!... რომ დაგწყევლო წუთის შემდეგ, რომ ოცნება განვაახლო!
გეტყვი, ჩემო, თუ ეს სული შენს სულს როგორ დაემსგავსა. იქ მე ასე გადაგიწვენ სათუთ მკლავზე გადატეხით, იქ მე კოცნით წავშლი მიწას აქოჩრილსა შენის ფეხით;
აი ასე მსურს მოვკოცნო... აი, ასე... აი ასე... იქ დღეს სულ სხვა საღამოა, სხვა საღამო, სხვა საღამო... წამო ტყეში! ტყეში წამო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |