თარგამნი რეზო თაბუკაშვილისა
შენს ნაჩუქარზე გადავწყვიტე ხელის აღება და სურათს შენსას დაგიბრუნებ თავაზიანად, უსურათოდაც ცოცხლობს ჩემში შენი სახება, სამარადისოდ, უკვდავების თანაზიარად. იცოცხლებ, ვიდრე ჩემი მზეც არ ჩაესვენება, ეს ჩემი გული დაგიდგება ამის თავდებად. და მხოლოდ მაშინ, როს მოვკვდები, შენი ხსენებაც არარსებობის საუფლოში დაბინავდება. შენი ხატება გონებაში ძეგლივით დავდგი, უსურათოდაც კარგად ვიცი ჩემთვის ვინა ხარ, შენ ჩემში სახლობ, და ამაზე უსაფრთხო ადგილს ვერსად, ვერავინ, ვერასოდეს ვერ მოგინახავს. შენს გახსენებას თუ სჭირდება სხვისი ნახატი?! Thy gift, thy tables, are within my brain Full characterd with lasting memory, Which shall above that idle rank remain Beyond all date, even to eternity; Or at the least, so long as brain and heart Have faculty by nature to subsist; Till each to razed oblivion yield his part Of thee, thy record never can be missd. That poor retention could not so much hold, Nor need I tallies thy dear love to score; Therefore to give them from me was I bold, To trust those tables that receive thee more: Were to import forgetfulness in me.
გიბრუნებ სურათს, ანდა სატრფოდ რატომ გსახავდი,
To keep an adjunct to remember thee
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |